ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში საქართველოს მოქალაქეებს შობის დღესასწაულსა და დამდეგ 2024 წელს ულოცავენ. შესაბამის ვიდეოს ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. მისალოცი ვიდეო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და EU4Georgia-ს საკომუნიკაციო გუნდის სახელით ვრცელდება.
„ჩემი საახალწლო სურვილი ახდა და საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება! ევროკავშირის ელჩად მუშაობის დროს, არ შემხვედრია საქართველოს არცერთი მოქალაქე, რომელსაც ასეთი სურვილი არ ჰქონია. ამიტომ, მოდით, ახალი წელი და შობა საქართველოს ამ ისტორიული მიღწევით აღვნიშნოთ,“ - ამბობს პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის ვიდეომიმართვაში.
საქართველოს მოქალაქეებს დღესასწაულებს, სხვადასხვა ენაზე, არაერთი წარმომადგენელი ულოცავს.